საქართველოს სოკოს მწარმოებელთა ასოციაცია / Georgian Mushroom Growers’ Association დაფუძვნდა 2017 წელს და აერთიანებს სოკოს მცირე და საშუალო მეწარმეებს. ორგანიზაციის მისიაა მაქსიმალურად კარგი გარემოს შექმნა საქართველოში სოკოს წარმოების განვითარებისთვის, პროდუქციის პოპულარიზების გაზრდა, ხარისხის დაცვა და პროდუქციის იმპორტის შემცირება.
ორგანიზაცია ცდილობს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:
მარკეტინგი და მისი განვითარება
მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საწარმოო დონის შეფასება, არსებული ბაზრების შენარჩუნება და განვითარება, ახალი ბაზრის შესაძლებლობების ათვისება.
სამრეწველო რისკების მართვა
ხარისხის, წარმოების და სამრეწველო რეპუტაციის დაცვა. წარმოების მხარდაჭრა და მწარმოებელთა ინტერესების ხელშეწყობა.
სამეწარმეო შესაძლებლობები და განვითარება
ინფორმაციის და რესურსების (ფინანსური, ფიზიკური და ადამიანური) მართვა, გაერთიანებები ჩამოყალიბება და ურთიერთთანამშრომლობა იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავზარდოთ სოკოს წარმოების მოცულობა.
ორგანიზაციის მიზნები:
ყველა სამეწარმეო პარტნიორთან საკომუნიკაციო ქსელის უზრუნველყოფა.
ასოციაცია კონსულტირებას უწევს მომხმარებლებს შემდეგი მიმართულებით:
” სოკოს მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა” – დასრულებულია.
პროექტი “სოკოს მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა” დაფინანსდა ევროკაშირის (European Union in Georgia) მიერ და განხორციელდა საქართველოს სოკოს მწარმოებელთა ასოციაციის მიერ, დონორ ორგანიზაციებთან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers’ Association, Civil Development Agency (CiDA)), ISET – International School of Economics, Export Development Association / ექსპორტის განვითარების ასოციაცია და Association Atinati / ასოციაცია ათინათი ერთად.
პროექტი ითვალისწინებდა სოკოს მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერას – მათ გამოვლენას და განვითრებას. სოკოს, როგორც პროდუქტის პოპულარიზაციას. სოკოს ბიო წაროების სპეციფიკის გაცნობას. საქართველოში სოკოს ბიზნესის გამოწვევების და შესაძლებლობების შეფასებას.
ასოციაცია დაფუძვნდა ვანო იოსელიანის და გვანცა დადალაური მიერ. დამფუძვნებლებს გააჩნიათ სიღრმისეული თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება, კვალიფიკაცია და მოტივაცია სოკოს სამეწარმეო განვითარების კუთხით.
გვანცა დადალაური
ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავჯდომარე
ტელ: +995-559 55 31 22